პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ პროექტი დაამტკიცა

04 აგვისტო 2021, 22:25 405 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.

შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე უკვე  გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივა რუსეთსა და ე.წ. სამხრე ოსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო უწყებას დაევალა, ცხინვალთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ხელი მოაწეროს განკარგულებით გათვალისწინებულ დოკუმენტს.

პროექტის თანახმად, ერთი მხარის მოქალაქეებს არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე ექნებათ უფლება, მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები კი სოციალური, განათლებისა და სამედიცინო უფლებებით იმ მხარის კანონმდებლობით ისარგებლებენ, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი