მერაბ შათირიშვილის წიგნის პრეზენტაცია

04 აგვისტო 2021, 10:49 873 ნახვა

ბათუმში ჯუმბერ ლეჟავას აკადემიის ორგანიზებით მწერალ მერაბ შათირიშვილის მოთხრობის, „ანადორის“ პრეზენტაცია გაიმართა.

მოთხრობაში ასახულია ორი საუკუნის წინ ხევსურეთის სოფელ ანადორის ტრაგიკული შემთხვევა, როცა შავი ჭირის პანდემიის დროს სოფელი თვითიზოლაციაში გადავიდა. მცხოვრებლები აკლდამებში ჩაიკეტნენ, რათა ვირუსი არ გავრცელებულიყო. შედეგად მთელი სოფელი დაიღუპა.

მწერლის თქმით მოთხრობაში ნაჩვენებია  ორი საუკუნის წინანდელი საზოგადოების პასუხისმგებლობა. რაც დღეს დაკარგულია, რისი აღდგენისთვის ბრძოლა დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი