პრემიერა ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. "ბულბულის ნისკარტი"- წარმოდგენა ამ სახელწოდებით, პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ლექსების მიხედვით დაიდგა. ერთ მოქმედებიანი დადგმის რეჟოსორი გიორგი სიხარულიძეა. ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის როლებს მსახიობები: გიორგი ბენიძე და გიგა მიქაძე ასრულებენ. რეჟისორის გადაწყვეტილებით, პარტერი სცენაზეა განთავსებული, მაყურებლებს უშუალოდ სცენაზე აქვთ თამაშის ხილვის შესაძლებლობა.