საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, შემდეგ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას", 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ მისცემდა ხმას.
შეკითხვაზე, შემდეგ კვირას ადგილობრივი არჩევნები, რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა:
- „ქართულ ოცნება დემოკრატიული საქართველო“ – 26%;
- „ნაციონალური მოძრაობა“ – 14%;
- „საქართველოსთვის“ – გიორგი გახარიას პარტიას 9%;
- "შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%;
- "გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%;
- "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%;
- "ლელო" - 2%,
- "პატრიოტთა ალიანსი" - 2%;
- "მოქალაქეები" - 2%;
- "ერი - ლევან ვასაძე" - 1%;
- "ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%;
- "ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%;
- "დროა" - ელენე ხოშტარია 1 %;
- "გირჩი" - 1%;
- სხვა პარტიები - 1%.
- პასუხი "არ ვიცი" აირჩია - 20%-მა,
- პასუხზე უარი განაცხადა - 7 %-მა.
- არც ერთ პარტიას მისცემდა ხმას გამოკითხულთა 5%
კითხვაზე: გსურთ თუ არა იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ არჩევნებში, თუ კმაყოფილი ხართ არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით?
- გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს;
- 31% კმაყოფილია არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით;
- 8%-ს კი არ აქვს პასუხი შეკითხვაზე
მხარს უჭერთ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ?
- 29% აბსოლუტურად ეთანხმება;
- 22% მეტ-ნაკლებად ეთანხმება;
- 12% მეტ-ნაკლებად არ იზიარებს ამ მოთხოვნას;
- 27% კატეგორიულად არ იზიარებს;
- 10% არ აქვს პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასა და ხმის მიცემას აპირებს
- გამოკითხულთა 75%;
- გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ სავარაუდოდ ისარგებლებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით.
- 3% სავარაუდოდ არ წავა არჩევნებზე;
- 6%-ს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ არ მივა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს;
- 2%-ს პასუხი არ აქვს ან არ იცის.
უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში გადასინჯული საარჩევნო სისტემის მიღებას?
- გამოკითხულთა 35%-მა უპასუხა, რომ უჭერს მხარს;
- 41 % - ნაწილობრივ;
- 11% - ნაწილობრივ წინააღმდეგია;
- 2 % - ნადვილად წინააღმდეგია;
- 12 %-მა კი არ იცის/ არ აქვს პასუხი კითხვაზე.
შეკითხვაზე, იქნება თუ არა მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი?
- 14% თვლის, რომ სრულად თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
- 38% ამბობს, რომ შესაძლოა იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
- 25% კი ფიქრობს, რომ შესაძლოა არ იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
- სრულად არა თავისუფალი და სამართლიანი - ამბობს გამოკითხულთა 13%.
- არ იცის/ან პასუხი არ აქვს - 9%.
გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა და ის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი