ბესიკ მახარაძის პროცესი

22 ნოემბერი 2016, 00:00 3007 ნახვა

ბესიკ მახარაძის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დასრულდა. სახელმწიფო მას პოლიციელებისთვის წინააღმდეობის გაწევას, ცივი იარაღის ტარებასა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ედავება. ბესიკ მახარაძე ამ ეტაპზე გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ფაქტი ქობულეთის მუცნიციპალიტეტის სოფელ გვარაში გასული წლის ნოემბერში მოხდა, გამოძიების ინფორმაციით, სავალუტო ჯიხური ჯგუფურად დააყაჩაღეს. ბრალდებული მახარაძე ირწმუნება რომ  უდანაშაულოა. ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფზე  პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რაც მისი მტკიცებით, დადასტურებულია სახალხო დამცველის  სპეციალურ განცხადებებში და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაშიც. მომდევნო პროცესი 6 დეკემბერსაა ჩანიშნული. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში