გერმანელი დიჯეი ამბობს, რომ ბათუმში თავს დაესხნენ

30 ივლისი 2021, 18:23 2155 ნახვა

გერმანელ დიჯეის ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ თავს. ძალადობის ამსახველი ფოტო, წარწერით, მუსიკოსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. იგი ამბობს, რომ მასზე თავდასხმაში იმ კლუბის დაცვის წევრთან დაკავშირებული პირი მონაწილეობდა, სადაც მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში უნდა დაეკრა. კლუბში, რომლის მოწვევითაც მუსიკოსი ბათუმში იმყოფება ამბობენ, რომ შემთხვევა ობიექტის გარეთ მოხდა და დამატებით დეტალებზე ინფორმაცია არააქვთ, არც ის იციან გააგრძელებს თუ არა დიჯეი კლუბთან თანამშრომლობას და ჩატარდება თუ არა დღეს დაგეგმილი ივენთი, სადაც ბილეტები ტიკეტ ჯიზე გაიყიდა 70 ლარად. მომხდარს მესამე სექტორში აფასებენ და ამბობენ, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობა ქვეყანაში ხელისუფლების მიერ წახალისებულია, რაც დასუჯელობის შედეგია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი