ქვეყანას თუ სჭირდება, შესაძლოა, მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

30 ივლისი 2021, 17:43 970 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოალიციურ პარტნიორობა „ნაციოანალურ მოძრაობასთან“, ასევე გიორგი გახარიასთან  გამორიცხულია.

„რაც შეეხება პოტენციურ კოალიციურ პარტნიორობას კონკრეტულ პარტიებთან, „ნაციოანალურ მოძრაობასთან“ ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გამორიცხულია. დარწმუნებული ვართ, რომ ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც ჩვენ გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალშიც არ აღმოიფხვრება. ისინი ვერ შეიცვლებიან, ეს საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის.

რაც შეეხება გახარიას, პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკაში თუ ზოგადად პრაქტიკაში არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე. პოლიტიკაში ხდება ასეთი რამ, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია. თუ ქვეყანას სჭირდება, შესაძლოა, მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს – ვერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი