საქართველოს თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. გორში დამატებითი ლოკაციის შექმნის საჭიროება საყოველთაო ვაქცინაციიდან და სამხედრო მოსამსახურეების აქტიურობიდან გამომდინარე გაჩნდა.
თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს.
თავდაცვის სამინისტრო, თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების ვაქცინაციას, სურვილის შემთხვევაში, სამსახურის ლოკაციის მიხედვით უზრუნველყოფს.