მას შემდეგ, რაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა. შესაბამისად, ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. სამომავლო გეგმებზე ახლა, პარტიის ცენტრალურ ოფისში კონსულტაციებია, რეგიონის ოპოზიციის გადაწყვეტილება კი საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელებაზე, რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე მათი ხელმოწერა გადამწყვეტი არ ყოფილა, მმართველი გუნდს კი ნაბიჯი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.