ხელვაჩაურის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი ტოვებს

29 ივლისი 2021, 11:48 4944 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი ტოვებს.

მანდატზე უარს მიშა ბოლქვაძე, ქენან კახიძე, თეიმურაზ დუმბაძე, შორენა ცინცაძე და ლეილა ცინცაძე ამბობს.

მიშა ბოლქვაძის განცხადებით, გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას უკავშირდება.

მისივე თქმით, იგი მუშაობას ხელვაჩაურის ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს, ხოლო დანარჩენი წევრები  კი პარტიაში. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი