აჭარაში კორონავირუსის 413 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 556 პაციენტი, მძიმეა 82-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 5.
ამ ეტაპზე აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებშია მოთავსებული 530 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში 8.
თვითიზოლაციაში იმყოფება 3 539 პირი.