მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო გუნდს წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები დაიწყება. საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, რის შემდეგადაც მინისტრობის კანდიდატებს დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მოუსმენენ. ახალ სამთავრობო გუნდს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატშიც შეხვდებიან. მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები შესაძლოა მიმდინარე კვირაში დასრულდეს და პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა შესაძლოა შაბათს ჩაინიშნოს. ახალ სამთავრობო გუნდს დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.