ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

27 ივლისი 2021, 11:56 1223 ნახვა

ბათუმში, დილიდან გადაუღებლად წვიმს, რის გამოც  რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ფეხით მოსიარულეები ქუჩების გადაკვეთას ვერ ახერხებენ.   

,,ბათუმის წყალში'' აცხადებენ, რომ  ამ დროისთვის,  დატბორვასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა, თუმცა პრევენციის მიზნით, მობილური ჯგუფები იმ ქუჩებზე გავიდნენ, სადაც ძლიერი წვიმის დროს ტერიტორია ხშირად იტბორება.

 „ბათუმის წყალი“ გეგმავს სანიაღვრე არხების გამტარი მილის გაწმენდას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში