საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი სტუმრობს. თავდაპირველად ის საკანონმდებლო ორგანოში მართავს აუდიენციას, სადაც უმრავლესობას და ოპოზიციასაც ხვდება, დაგეგმილია რიკ დემსის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთანაც.