ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე მაისში - ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:34 1492 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ყველა მაჩვენებელი რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს გაუარესებულია.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, გაუარესებულია დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც მერყეობს 6%-ის ფარგლებში.

მისივე თქმით, ახლა მეტი გვაქვს ინიფიცირება ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე მაისში და ვართ დაახლოებით 50-60%-მდე რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში.

"განსხვავება გახლავთ ერთი, რომ დღეს ქვეყანაში ვაქცინები გვაქვს და საშუალება იმისა, რომ მოსახლეობა ავცრათ"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში