Agile Spirit 2021 - გენერალური რეპეტიცია

26 ივლისი 2021, 11:53 737 ნახვა

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ დღეს გაიხსნება. საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ სწავლებაში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ამერიკული ტექნიკა და ვერტმფრენები. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები გერმანიიდან, რამშტაინის სამხედრო აეროდრომიდან ჩამოიყვანეს.

ფოთის პორტში სწავლებაში მონაწილეობისთვის ამერიკული ტექნიკით დატვირთული გემიც შევიდა. მრავალეროვნული სამხედრო სწავლებას საქართველო 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი