აჩიკო ბოლქვაძე და ლუკა ჯავახაძე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

24 ივლისი 2021, 21:39 2086 ნახვა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლები 48 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა ჯავახაძემ, ხოლო 80 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონი აჩიკო ბოლქვაძე გახდა.

65 კგ-ში ანრი ფუტკარაძემ მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობის ფინალი დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

თამაზ ღლონტი 55 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხვალ საქართველოს ნაკრებს კიდევ ექნება მედლების მოპოვების შესაძლებლობა. ანრი ხოზრევანიძე (45 კგ), ბესო მახარაძე (51 კგ) და რაზი ხოზრევანიძე (60 კგ) ხვალ მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ

მედლისთვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან თორნიკე მიქელაძე (71 კგ) გააგრძელებს.

ამ დროისთვის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 85 ქულით გუნდურ ჩათვლას ლიდერობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი