პანდემიური მძიმე ვითარების ფონზე, ბათუმის კორტებზე წუხელ საღამოს კონცერტი გაიმართა, სადაც მისულმა სტუმრებმა 90-იანი წლების ჰიტები მოისმინეს.
კონცერტი საათნახევარი გაგრძელდა და 12 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე მსმენელის განწყობაზე დიჯეიმ იზრუნა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კონცერტზე ვირუსის პრევენციის მიზნით შესაბამისი რეგულაციები დაცული იყო.