''კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ’’ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები დაიწყო. სესიების ფარგლებში განიხილება პოსტეპიდემიურ ეპოქაში კულტურის სფეროში დასაქმებული ქალების პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი აღმოფხვრის გზები.
პროექტის მიზანია ქალთა მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა, მათთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და კულტურულ სფეროში ქალთა როლის ამაღლება.