ბათუმში კორპუსიდან მამაკაცი გადმოხტა, რომელიც სავარაუდოდ მკვლელობაშია ბრალდებული 

22 ივლისი 2021, 14:50 18607 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, კორპუსის მეორე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა, რომელიც სავარაუდოდ, გუშინ ღამით, ბულვარში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული. 

მაშველებმა ეზოში უსაფრთხოების ლეიბის გახსნა მოასწრეს. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

არსებული ინფორმაციით, პოლიცია მამაკაცის დაკავების ოპერაციას ატარებდა, რა დროსაც ის აივნიდან გადახტა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. 

მკვლელობა ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა.

გარდაცვლილი ობიექტის დაცვის თანამშრომელი იყო. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში