პარლამენტის სხდომათა დარბაზში მედიის წარმომადგენლებმა ბანერი გადმოფინეს - წარწერით „დასაჯეთ მოძალადეები".
ჟურნალისტებმა 5 ივლისს განვითარებული ფაქტები დაგმეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მათზე მოძალადე პირების დასჯა. ასევე ორგანიზატორების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენება.
ჟურნალისტებს თან აქვთ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები.
მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნული ბანერი სხდომათა დარბაზის აივნიდან, გასულ კვირას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის დღესაც გადმოფინეს.