“წელიწადის ოთხი დრო” - ფესტივალი გაიხსნა

20 ივლისი 2021, 18:22 1203 ნახვა

აჭარის ხელოვნების მუზეუმი,  სახვითი ხელოვნების მე-4 საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს.  ,,წელიწადის 4 დრო - მეგობრობის პალიტრა"-ს ფარგლებში  მუზეუმის გალერეაში 3 გამოფენა მოეწყობა. დღეიდან , დამთვალიერებლებს  3 დღის განმავლობაში,   უცხოელი მხატვრების ფერწერული ნამუშევრების-  ფოტო  ანაბეჭდების ნახვა შეუძლიათ.  გარდა ამისა , ფესტივალის  ფაგრლებში დაგეგმილია კიდევ   2 გამოფენის  მოწყობა: თბილისელი და ბათუმელი მხატვრების   ნამუშევრებით. სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც 8 ქვეყნის მხატვარი მონაწილეობს 30 ივლისს დაიხურება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში