ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს 22 ივლისს კენჭს უყრიან

20 ივლისი 2021, 18:06 1081 ნახვა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 22 ივლისს გაიმართება. ამ სხდომაზე ხელახლა ეყრებათ კენჭი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები. 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი