ვაშლოვანისა და ყინჩაურის მოსახლეობას ზურაბ პატარაძე ხვდება

20 ნოემბერი 2016, 00:00 3503 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოში, ყინჩაურისა და ვაშლვანის მოსახლეობას ხვდება, რომლებიც ჰესების მშენებლობის შედეგად საცხოვრებელი სახლების დაზიანებას, სასმელი წყლის დაშრობასა და მეწყრული პროცესების საფრთხეებზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ ვაშლოვანის მოსახლეობა ოთხი დღის განმავლობაში მართავდა საპროტესტო აქციას და კომპანია აჭარისწყალი-ჯორჯიასგან რეაგირებას ითხოვდა, რის გამოც მათ გადაკეტილი ჰქონდათ ხულოს ცენტრალური მაგისტრალი და კომპანიის ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. სოფელ ვაშლოვანის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე მათ დაპირდა,  რომ ოთხი  დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომერეს შეხვდებოდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში