ბათუმი მულტიეთნუიკურ ფესტივალს “ერთი ცის ქვეშ” მასპინძლობს. ღონისძიება ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი კვირიეულის ფარგლებში დაიგეგმა და მასში როგორც ქართველი, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფესტივალი მეცამეტედ ტარდება და წელს პირველად დასავლეთ საქართველოს ქალაქებში არსებული მუსიკალური სკოლებიც ჩაერთვნენ. ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ფინანსური მხარდამჭერი გაეროს ასოციაცია ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამაა.