შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი აქცია გაიმართა. რუსთაველის ქუჩაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა 5 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტებისა და მათ შორის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები- ბანერებზე გამოფინეს. ოპოზიციის მესიჯი დაშავებული მედიის წარმომადგენლების სოლიდარობა იყო. მმართველ გუნდს მათ ძალაობაში სდებენ ბრალს. ევროპული საბჭოს, პრეზიდენტ, შარლ მიშელს მათ ამ ფორმით მიაწვდინეს ხმა.