სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

19 ივლისი 2021, 09:34 1187 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის ვიდეოკადრებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. 

დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და მმართველი გუნდის წევრებთან. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“.

ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი