ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლები სიტყვით გამოდიან, მოუწოდებენ პრემიერ -მინისტრს გადადგომისკენ და ითხოვენ ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელების დასჯას.
რუსთაველის გამზირზე მედია „სიტყვის თავისუფლებისთვის“ და „ლექსოსთვის“ შეიკრიბა. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი.