საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.
ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი ბესო გაზდელიანი აიყვანა.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ და აღნიშნავდნენ, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება.
ასევე, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც 5 და 6 ივლისს ძალადობაში მონაწილეობდა და ორგანიზებას უწევდა.
აქციის მონაწილეებმა გზაზე წარწერები დატოვეს