ლექსოსთვის - მედიის პროტესტი გრძელდება. ამჯერად ჟურნალისტები პროკურატურასთან შეიკრიბნენ უცვლელი მოთხოვნებით - დაისაჯონ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები.
მათ ცოტა ხნის წინ უწყებაში წერილი შეიტანეს, რომლითაც მედიის წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს მიმართავენ, დაიწყოს გამოძიება კონკრეტული პირების მიმართ.