თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.
დღეს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრში მესამე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა აიცრა. სამხედრო მოსამსახურეებს აცრის დამადასტურებელი კოვიდ ბარათი გადაეცათ.
სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც .