გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე ხვალ ისაუბრებს

20 ნოემბერი 2016, 00:00 3416 ნახვა

საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი  განცხადებას ხვალ გააკეთებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა გურიაში ყოფნისას, გუშინ განუცხადა. კვირიკაშვილის თქმით, 21 ნოემბერს გაიმართება ბრიფინგი, სადაც  განცხადება გაკეთდება. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, ცვლილება ეკონომიკურ გუნდს შეეხება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი