ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული გარდაიცვალა

15 ივლისი 2021, 18:10 1339 ნახვა

26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა. ადვოკატის ინფორმაციით,  ერთი კვირის წინ  ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.იურისტი ლაშა შუკაკიძე პენიტენციურ დაწესებულებას დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს. სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ბრალდებულის საპატიმროში მოხვედრის დღიდან მისი ჯანმრთელობის სრული ისტორიაა ასახული.,, მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 14 ივნისს დაფიქსირდა ბრადიარითმია, რომელიც მალევე გადავიდა ასისტოლიაში. დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია პროტოკოლის სრული დაცვით, თუმცა გულის მექანიკური ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“ ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში