ოთხ წლიანი პატიმრობა საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულებს

14 ივლისი 2021, 18:36 1469 ნახვა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უკრაინის ორი მოქალაქე ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წვერს- სახელმწიფო დაცვის მაიორს  მიხეილ ბატურინს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა- განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მოსამართლემ განმარტა, რომ ვერ გაიგო ბრალდებულების საქართველოს საზღვრის კვეთის მოტივი. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, მამისეიშვილი ხელისუფლების ნების უპირობო შემსრულებელია და გადაწვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. ბექა ბასიალაიამ განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლეს ჰკითხა, თუ რომელ ნორმაზე დაყრდნობით იღებდა იგი ამ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც დავით მამისეიშვილმა მას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი