საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე აჭარაში მოღვაწე ხელოვანებს შეხვდა. შეხვედრა ჯუმბერ ლეჟავას აკადემიის აჭარის ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა და მასში ლიტერატურის სფეროთი დაინტერესებული მოზარდებიც მონაწილეობდნენ.
ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედების გაცნობა და მათი ნაწარმოებების გამოცემის ხელშეწყობაა.