ვითარება ბათუმის სამრეწველო ზონაში

12 ივლისი 2021, 19:53 1409 ნახვა

ხმაური, მტვერი და სატვირთო მანქანების მოძრაობა - ეს არის პრობლემები, რომლებიც შაინიძის ქუჩაზე მცხოვრებლებს აწუხებთ.  სამრეწველო ზონაში მყოფი მოქალაქეები ითხოვენ დამონტაჟდეს ფილტრები, რაც მათ სიახლოვეს მტვერს შეამცირებს. ავარიულ მდგომარეობაშია საცხოვრებლებიც, რის ერთ-ერთ მიზეზად სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ასახელებენ. თუ მათ მიერ ჩამოთვლილი და აღწერილი პრობლემები არ მოუგვარდებათ, მაშინ მოსახლეობა სხვაგან განსახლებას ითხოვს. როგორც აღმოჩნდა პრობლემები უცნობი იყო მერიისთვის, რადგან მოქალაქეებს ადგილობრივი თვიმთმმართველობისთვის არ მიუმართავთ, ბეტონის გადამამუშავებელ საწარმოში კი გვითხრეს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებას ისინი საფრთხეს არ უქმნიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი