ხმაური პარლამენტში

12 ივლისი 2021, 19:49 907 ნახვა

ვითარება პარლამეტში დილით დაიძაბა, როდესაც სხდომათა დარბაზში შესვლა სცადა "ტვ პირველის" გენერალურმა დირექტორმა ვატო წერეთელმა. წინააღმდეგობის მიუხედავად, პროტესტის მონაწილეების ნაწილი დახურულ კარს მიღმა მაინც შევიდა. ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც სხდომათა დარბაზში რჩებოდა, უსაფრთხოების სამსახურმა ტერიტორია დაატოვებინა. მათ დარბაზი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი პიკეტირებული ჰქონდათ და  მმართველი ძალის წარმომადგენლებს სხდომის დაწყების საშუალება არ მისცეს. როგორც ამბობდნენ, მათაც არ მიეცათ საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.  ვითარება დაძაბული იყო საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზეც. აქციის მონაწილეებმა, რომელთა შორის ოპოზიციისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები იყვნენ, შენობის შიგნით შესვლა რამდენჯერმე სცადეს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი