ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში - ირაკლი ღარიბაშვილი 

12 ივლისი 2021, 11:48 1168 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალადობა ყველა ქვეყანაში ხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა მაგალითად მოიყვანა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა. 

"მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა მეგობრებო ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში. რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს. ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არამხოლოდ, დიდ ბრიტანეთში, ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი ასე ვთქვათ ძალადობრივი აგრესიული მანიფესტაციები, დემონსტრანციები, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა.

გვახსოვს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი, თვეების განმავლობაში მიმდინარე აგრესიული ძალადობრივი დემონსტრანციები. მთელს ქალაქებში, სადაც მოხდა გადაწვა ავტომობილების, კერძო ქონების დაზიანება და ადამიანების დახოცვა პირდაპირ.

ჩვენს ქვეყანაში რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს არის დაუშვებელი. ლგბტ საზოგადოებას წინასწარ ვუთხარით. მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ ე.წ. აღლუმის ჩატარება რუსთაველის პროსპექტზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი.

შესაბამისად, სახელმწიფოში სადაც ბუნებრივია ხდება ძალადობაც და კრიმინალიც არ შეიძლება ამის განზოგადება. შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი