ტროტუარებზე ავტომობილების შემდეგ უკვე სანაგვე ურნები გამოჩნდა, რომლებიც, იქ სადაც ქვეითთა სავალი ბილიკია, საგულდაგულოდ ჩააცემენტეს. მერიაში ამბობენ, რომ ეს ხარვეზია, რომელსაც გამოასწორებენ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კი თვითმმართველობას სასამართლოში უჩივლებს.