გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების განხილვა მოეწყო სოფელ ვაშლოვანში. შეხვედრაზე მოქალაქეებს ის პროექტები გააცნეს რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. ითქვა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოებითვის ორი მილიონი ლარია გათვალისწინებული.მთავარი მიმართულება კვლავ შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაა.
პრეზენტაციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა სოფლების მთავარ გამოწვევად წყლის დეფიციტი დაასახელეს. ხულოს მერის ინფორმაციით წყლის საკითხი ნაწილობრივ გათვალისწინებულია ადგილობრივ ბიუჯეტშიც, თუმცა მასშტაბურ სამუშაოებს ამ მიმართულებით ,,აჭარისწყლის ალიანსი“ განახორციელებს.