ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

09 ივლისი 2021, 11:58 6343 ნახვა

ბათუმში 35 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების განმარტებით, მამაკაცი გაშველების დროს დაშავდა.

''ორი ადამიანი ჩხუბობდა, ეს კი ცდილობდა გაეშველებინა. სწორედ ამ დროს მიაყენეს დაზიანება'' - ამბობს მეგობარი. 

დაჭრილი ''მედცენტრში'' გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მამაკაცი კლინიკაში თვითდინებით შევიდა. მას ჭრილობა, მარცხენა ქვედა კიდურის არეში, სავარაუდოდ ცივი იარაღით ქონდა მიყენებული.

პაცინეტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო და უტარდება სამედიცინო კვლევები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში