თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს რეზოლუცია - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დააყენეს საკითხი.
ჯერ უცნობია ეს იქნება საკანონმდებლო ორგანოს ერთობლივი დოკუმენტი თუ ცალ-ცალკე ოპოზიცია - პოზიციის მიერ ინიცირებული.
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში შესატან ტექნიკურ ცვლილებაზეც ისაუბრეს, ამასთან 2021-2023 წლების გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზეც იმსჯელეს.