ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია

08 ივლისი 2021, 11:15 3137 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. მძღოლები ამბობენ, რომ დაახლოებით 2 საათია საცობში დგანან.

მათივე ინფორმაციით, შეფერხება ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა გამოიწვია, ისინი კი აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ.

საქართველოს საგზაო დეპარატამენტის კონტრაქტორ კომპანიაში განმარტავენ, რომ მაგისტრალის 24-ე და 28-ე გვირაბებში ინფრასრტრუქტურული სამუშაოები ღამის 00:00 საათზე დაიწყო, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია. მათივე თქმით, დღეს ღამის 24:00-საათამდე მოძრაობა აღდგება.

ავტომობილის მძღოლებს კი გადაადგილებას ძველი, შემოვლითი გზით შეეძლებათ, სადაც ამ დროისთვის მოძრაობა ავტომობილების სიმრავლის გამო შეფერხებულია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში