ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 841 პირი.
ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 057 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 172 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.27 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.72%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 652 შემთხვევა, აჭარა - 59, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 38, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 198 საიდანაც 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 804, აჭარაში - 151, იმერეთში - 402.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 672 პირი, მათ შორის, თბილისში - 343, აჭარაში - 38, იმერეთში -147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 5, იმერეთში - 12.
906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 697 - თბილისში, 204- აჭარაში.
7 153 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 931პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 536 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 680, პირი, აჭარაში - 685, იმერეთში - 983.