გუშინ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
ადვოკატმა პროცესზე შუამდგომლობა დააყენა საქმის არსებითი განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და მაჩალიკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლისს ჩაინიშნა.
მაჩალიკაშვილს დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან.