„საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“ - ამ სლოგანით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს შექმნიან.