დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია, გაითვალისწინეთ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს - კახა კალაძე

05 ივლისი 2021, 17:11 1661 ნახვა

დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია - ამის შესახებ ​''ქართული ოცნების'' ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში წერს. 

თბილისის მერი ამბობს, რომ ჟურნალისტებზე განხორციელებული აგრესია ჩვენი საზოგადოების სირცხვილია. 

''მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი. ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს. მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება'' - წერს კახი კალაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი