მასობრივი ვაქცინაცია იწყება

05 ივლისი 2021, 13:57 1223 ნახვა

ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფო ერთ-ერთი დაწესებულებაა, სადაც მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, მოქალაქეებს,  რომლებიც ვაქცინის შესაბამის პორტალზე ვერ რეგისტრირდებიან ადგილზე უწევენ დახმარებას და არეგისტერირებენ. აქ ვაქცინაცია სინოფარმით არის შესაძლებელი რომლის  26 000 დოზა აჭარამ  3 ივლისს მიიღო.

საერთო ჯამში რეგიონში 24 სამედიცინო დაწესებულება იქნება ჩართული ვაქცინაციის პროცესში 52 ბრიგადით. ამ ეტაპზე სინოფარმის დოზები 12 დაწესებულებაშია გადანაწილებული. 

რაც შეეხება ასტრაზენეკათი ვაქცინაციას  ბათუმის მედცენტრში მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი  ამ პრეპარატით იმუნიზაცია, რომლებსაც უწევთ რევაქცინაცია და მოქალაქეების სია კლინიკას აქვს მოწოდებული დაავადებათა კონტროლის მიერ.  

მასობრივი ვაქცინაცია ასტრაზენეკათი როდის დაიწყება კლინიკაში ინფორმაცია არ აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი