წელს ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%. - ირაკლი ღარიბაშვილი

05 ივლისი 2021, 11:20 521 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროგნოზი შეგვეცვალა და წელს ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%.

''4 თვის წინ  როცა ეკონომიკის გახსნა და რეგულაციების მოხსნა დავიწყეთ ამან პოზიტიური მოლოდინები გააჩინა ბიზნესში და ქვეყანაში. ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, 45%-ის ფარგლებში. მაისში - 25-%-იანი, რამაც განაპირობა ის, რომ წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს ეკონომიკის ზრდა, როგორც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, იქნება 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი - 57,2 მლრდ ლარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში