თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე

05 ივლისი 2021, 14:56 472 ნახვა

დაპირისპირება პარლამენტთან და  სხვადასხვა ლოკაციაზე, დაშავებული ჟურნალისტები და ოპერატორები,  რომლებსაც ჰოსპოტალიზაცია დასჭირდათ,  შეჭრა შენობებში - ასეთია ვითარება დედაქალაქში.  თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები აივნიდან შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისში.    

რამდენიმე   მათგანი შენობის მესამე სართულზე  აცოცდა, საიდანაც შენობის აივანზე გადავიდნენ. ოფისის აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.  მანამდე კი   პარლამენტის უკანა შესასვლელთან მივიდნენ,  სადაც მოძრაობა ,,სირცხვილიას“  ოფისია.  შენობას ესროლეს კვერცხებიც.   ეს მას შემდეგ,  რაც გაიგეს, რომ ღირსების მარში გაიმართება.   

სირცხვლიას ოფისთან  კი მივიდნენ იმის გამო  რომ  აპროტესტებენ სწორედ მათ დამოკიდებულებას, რადგან  ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს თბილისი პრაიდს.  ამ ყველაფრის პარალელურად კი  ქაშვეთის ეკლესიასთან პარაკლისი  დაიწყო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში